logo_geo
ოზურგეთში, კონკურსში - „ქართული ხელნაწერი“ გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
- +

13 აპრილი. 2023. 20:17

 

 

ოზურგეთში, კონკურსში - „ქართული ხელნაწერი“ გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.

 

დღეს, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, დედა ენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში გამარჯვებული საჯარო სკოლების მოსწავლეები დააჯილდოვა და სიგელებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 

ავთანდილ თალაკვაძემ მოსწავლეებს კონკურსში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

 

„ოზურგეთის ტექნოპარკში საჯარო სკოლების მოსწავლეები დავაჯილდოვეთ, რომლებმაც დედა ენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში - „ქართული ხელნაწერი“ გაიმარჯვეს.

 

წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდებს! წინ არაერთი საინტერესო შესაძლებლობა და გამარჯვება გელოდებათ,“ - აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი