logo_geo
ნარჩენების მართვის ახალი სისტემა კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში
- +

13 ივნისი. 2017. 18:39



„კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის" პროექტის ფარგლებში   სასტუმრო „ამბასადორ კაჭრეთში" საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრაზე ,,კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი" ფარგლებში დაგეგმილი ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს .


პროექტი გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და გულისხმობს ახალი,  ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის, კომპოსტირების საწარმოსა და ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მშენებლობას. ასევე, პროექტი მოიცავს კახეთის მუნიციპალიტეტების აღჭურვას ნარჩენების შესაგროვებელი სპეცტექნიკით და  რეგიონებში არსებული  ნაგავსაყრელების დახურვას.


შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი  გიორგი შუხოშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული მხარეები.



 

big_banner
არქივი