logo_geo
ზუგდიდის ყველა სოფლის ცენტრში უფასო ინტერნეტი ჩაირთვება
- +

13 ივნისი. 2017. 21:15



ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებში და მის მიმდებარედ უფასო ინტერნეტიზაციას იწყებს. გამგეობის ინფორმაციით, უფასო WI-FI უკვე დამონტაჟდა რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ეტაპობრივად კი ყველა სოფლის ცენტრსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს. პროექტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაკვეთით შ.პ.ს ,,ორდუნეტი" ახორციელებს.


სამონტაჟო სამუშაოების ვადა 2017 წლის ბოლომდეა განსაზღვრული.


 

წყარო:radioatinati.ge

 

 

 

big_banner
არქივი