logo_geo
ძლიერმა სეტყვამ კასპსა და გორში ხეხილი და ნათესები დააზიანა
- +

29 აპრილი. 2023. 16:12

 

 

ძლიერი სეტყვა იყო კასპისა და გორის მუნიციპალიტეტებში. Amindi.ge-ს ცნობით, სტიქიამ კასპში ნათესები და ხეხილი გაანადგურა.

 

ადგილობრივების თქმით, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა სეტყვა გორშიც, რასაც ძლიერი წვიმა ახლდა.

 

ჯერჯერობით უცნობია, რა ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს მასშტაბით ძლიერი წვიმები 30 აპრილის ჩათვლით არის მოსალოდნელი.

 

 

big_banner
არქივი