logo_geo
კასპის საქალაქო ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეული გაიხსნა გამოფენით „კასპის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების ისტორიის ფურცლები“
- +

30 აპრილი. 2023. 14:48

 

 

30 აპრილი ბიბლიოთეკარის დღეა. ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით კასპის საქალაქო ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეული გაიხსნა გამოფენით „კასპის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების ისტორიის ფურცლები“.

 

გამოფენა მომზადდა შ/საქმეთა სამინისტროს არქივის განყოფილების უფროსის, ჩვენ თანაქალაქელის ვანო ჯახუასა და კასპის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების ფინანსური მხარდაჭერით.

 

საქართველოში პირველი წიგნთსაცავები ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა. ერთ-ერთი ასეთი წიგნთსაცავი-ეკლესია ქვათახევის მონასტრის არქიმანდრიტმა ტარასი სოლომონის ძე ალექსი-მესხიშვილმა შექმნა.

 

ვანო ჯახუამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ეროვნული არქივის საისტორიო არქივში დაცული ის საარქივო დოკუმენტები და საგაზეთო პუბლიკაციები წარმოადგინა, რომლებიც მოგვითხრობს XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისში დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ბიბლიოთეკების დაარსების შესახებ.

 

პირველი წიგნთსაცავი1887 წელს სოფელ ხოვლეში დაარსდა, 1889 წელს სოფელ კავთისხევში „საზოგადო წიგნთ-საცავი“, ხოლო 1911 წელს კავთისხევის ბიბლიოთეკა სამკითხველო, შემდეგ ახალქალაქში, ქვემო ჭალაში, მეტეხში, ერთაწმინდაში, წინარეხსა და კასპში.

 

ღონისძიებაზე ისაუბრეს ბიბლიოთეკების, წიგნის კითხვასა და მასთან დამოკიდებულებაზე, რომ მკითხველი უბრუნდება ბიბლიოთეკას და იზრდება მათი რაოდენობა.

 

ამაგდარ ბიბლიოთეკარებს საპატიო სიგელები გადაეცათ.

 

ღონისძიებას ესწრებოდა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერია ბიბლიოთეკარებს ულოცავს პროფესიულ დღეს და თითოეულ მათგანს უსურვებს წარმატებებს.

 

 

big_banner
არქივი