logo_geo
იცნობდეთ ტატო ბეჟიტაშვილს - წარმატებულ სტუდენტსა და ახალგაზრდას
- +

11 მაისი. 2023. 11:04

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული სტიპენდია, რომელიც პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელს ატარებს - უკვე მეექვსედ მიიღო.

 

ტატო ბეჟიტაშვილი - ჩემთვის ამ სტიპენდიას ორმაგი დატვირთვა აქვს: პირველ რიგში დიდი პატივია, ვიყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირის და ღირსეული კასპელის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტი. მეორე მხრივ, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ამგვარი სტიპენდიები ნაკლებადაა პოპულარული და ამ მხრივ კასპის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში. ეს არის დიდი მოტივაცია, რომელიც მიბიძგებს, ვისწავლო უმაღლეს დონეზე  და ბოლოს ვიტყოდი, რომ ახალგაზრდების განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის ნათელი მომავლის საწინდარია!“

 

გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სოფელ სასირეთის საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.

 

100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვან პროგრამაზე, რომელიც ასევე წარმატებით დაასრულა.

 

ამჟამად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების  ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურის ინგლისურენოვანი პროგრამის მეორე კურსის კვლავ წარმატებული მაგისტრანტია.

 

2022 წლიდან დღემდე, უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალებში რეგულარულად აქვეყნებს ანალიტიკურ ნაშრომებს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე.  აქტიურად მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში.

 

 

 

big_banner
არქივი