logo_geo
კასპში, გრიშაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

25 მაისი. 2023. 17:28

 

 

ქალაქ კასპში, გრიშაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აჩიკო გიგოლაშვილი გაეცნენ.

 

ქუჩაზე მოეწყო რკინა ბეტონის კიუვეტები ცხაურებით, ბეტონის ბორდიურები და  ეზოში შესასვლელები.

 

619 გრძივი მეტრი ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.  პროექტის ღირებულება 293 484 ლარია და რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

„ქუჩით მოსარგებლეები გადაადგილებას მალე მოწესრიგებული ქუჩით  შეძლებენ, რომელიც მანამდე დაზიანებული და არაკომფორტული იყო“, - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

big_banner
არქივი