logo_geo
ზაფხულის ტურისტული სეზონი ბათუმში ნუცა ბუზალაძის კონცერტით გაიხსნა
- +

4 ივნისი. 2023. 10:12

 

 

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა. „ანბანის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. სანაპიროზე ფრანების შოუ მოეწყობა, ასევე ჩატარდა ველო-მარათონი, ტურისტებისთვის მოწყობილია ღია კაფეები, ბაზრობები, სადაც მეწარმეები მისულ სტუმრებს საკუთარ პროდუქციას სთავაზობენ

 

წელს პირველად ზაფხულის ფესტივალი ორდღიანია და ტრადიციულზე ადრე, 3 ივნისს გაიხსნა. ფესტივალის  პირველი დღე გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა. ზაფხულის ტურისტული სეზონი ბათუმში ნუცა ბუზალაძის შესრულებით გაიხსნა. ზაფხულის ფესტივალში მონაწილეობდნენ მუსიკალური ჯგუფები „Loudspeakers“, „Monster Lobsters“. 

 

წელს აჭარა 4 მილიონზე-ზე მეტ ვიზიტორს ელოდება. ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად რეგიონი მზადაა.

 

2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში გაორმაგებულია. შესაბამისად ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 102%- ით. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტშიც. არსებული მონაცემებით ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებებით ფრენების რაოდენობა შეადგენს 360 სიხშირეს, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 42 %-ით.

 

ბათუმი, როგორც საერთაშორისო ფესტივალების ქალაქი, წელს სპორტული, კულტურული, ტურისტული ღონისძიების ცენტრი იქნება.  ბათუმში დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები, როგორიცაა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ღონისძიება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბათუმის სტადიონი მსოფლიო დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას, სადაც საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

 

big_banner
არქივი