logo_geo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის, ამბულატორიისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია
- +

9 ივნისი. 2023. 11:02

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს საბავშვო ბაღის, ამბულატორიისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია.

 

სამუშაოების მიმდინარეობას ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან ნიკა ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.

 

ვასრულებთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას - სოფელ ნაგომარში, ხანძრის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის - საბავშვო ბაღის, ამბულატორიისა და ადმინისტრაციული შენობის აღდგენა და რეაბილიტაცია დავიწყეთ. ჯამში ამ პროექტებისთვის 1 103 000 ლარი დაიხარჯება. აქედან ნახევარს იაპონიის მთავრობა, ხოლო, ნახევარს ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს.

 

ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს და იაპონიის მთავრობას ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი