Heritage Foundation-მა „2018 Index of Economic Freedom" მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველო 186 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა.
ქვეყნები ოთხი კრიტერიუმი ფასდებიან. ესენია: კანონის უზენაესობა, რეგულაციური ეფექტიანობა, მთავრობის სიდიდე და თავისუფალი (ღია) ბაზრები.
საქართველოს სარეიტინგო ქულა 76.2-ია, რაც წინა წელთან შედარებით, 0.2 ქულით არის გაუმჯობესებული. ევროპის 44 ქვეყანას შორის, ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო მე-9 ადგილზეა და მისი სარეიტინგო ქულა მსოფლიოს საშუალო სარეიტინგო ქულას აღემატება.
კანონის უზენაესობის კრიტერიუმში წერია, რომ მოსამართლეთა პროფესიონალიზმი და გამჭვირვალობა ისევ ბუნდოვანია, „ასევე პრობლემაა საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელი კორუფცია და რუსული გავლენა".