logo_geo
ბიტკოინი გაუფასურებას განაგრძობს
- +

6 თებერვალი. 2018. 12:42



ბიტკოინი კვლავ გაუფასურდა. მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი 6 148 დოლარი გახდა. CoinDesk-ის მონაცემები, რომელიც სხვადასხვა ბირჟებზე კრიპტოვალუტის ფასს აკვირდება.


5 თებერვალს დილით ბიტკოინის კურსი 8 ათას დოლარს აჭარბებდა. დღის ბოლოს მისი ფასი 6 587 დოლარი გახდა, თუმცა რამდენიმე საათში ფასმა 6 971 დოლარამდე მოიმატა.


2017 წლის დეკემბერში, პიკზე, ბიტკოინის კურსი 20 ათას დოლარს აღწევდა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტამ გაიაფება დაიწყო. მისი ფასის ვარდნას უკავშირებენ მათ შორის იმ შეზღუდვებს, რომლებსაც ბიტკოინის წინააღმდეგ ჩინეთის ხელისუფლება აწესებს. ჩინეთის მთავრობამ აკრძალა ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგი (შექმნა), ასევე გადაწყვიტა ყველა იმ ვებგვერდის დაბლოკვა, რომელიც ციფრული ვალუტით ვაჭრობასთანაა დაკავშირებული.


 

big_banner
არქივი