logo_geo
ღვინის ექსპორტი 23%-ით გაიზარდა
- +

5 მარტი. 2018. 14:26


სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 10,8 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 23%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.


სულ ექსპორტირებულია 24,3 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18% შეადგინა.


ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: იაპონია - 213% (44292), დიდი ბრიტანეთი - 137% (36108), ესტონეთი - 75% ( 88326), ისრაელი - 58% (31272), ლატვია - 43% (262110), პოლონეთი - 41% (441202), ნიდერლანდები - 32% (13491), რუსეთი - 30% (7425286), ყაზახეთი - 29% (501282), გერმანია - 27% (109834), უკრაინა - 13%(972976), საფრანგეთი - 9%, (14036) და სხვა.


ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (7 425 286), უკრაინა (972 976), ჩინეთი (559 168), ყაზახეთი (501 282) და პოლონეთი (441 202).


საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 109 კომპანიამ განახორციელა.


ამასთან, იანვარ-თებერვალში ექსპორტირებულია 2,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 29,8 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა.



 

big_banner
არქივი