logo_geo
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4438 ლარი გახდა
- +

15 მარტი. 2018. 17:58

 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4438 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4394 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა.

 

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0213 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0166 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0047 ლარი შეადგინა.

 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

 

 

big_banner
არქივი