logo_geo
საქსტატი: RMG-ი 50 უმსხვილესი ინვესტორი კომპანიის სიაშია
- +

15 მარტი. 2018. 18:58



RMG -ი 50 უმსხვილესი ინვესტორი კომპანიის ჩამონათვალში მოხვდა, - შესაბამისი სია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.


ჩამონათვალში მოხვდა RMG-Gold-ი და სააქციო საზოგადოება RMG Copper-იც.


საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიები შედიან.


2017 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობის ისტორიული მაქსიმუმი განხორციელდა. „საქსტატის" მონაცემებით, 2017 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 861.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 16.2 პროცენტით (259.1 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა.



 

big_banner
არქივი