logo_geo
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4516 ლარი გახდა
- +

29 ივნისი. 2018. 17:33

 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4516 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4535 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.19 თეთრი შეადგინა.

 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8537 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8439 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.98 თეთრი შეადგინა.

 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან შევა ძალაში.

 

 

big_banner
არქივი