logo_geo
2018 წლის ათი თვის მონაცემებით, საჰაერო გზით ქვეყანაში შემოსული მგზავრების 73 % ტურისტია
- +

16 ნოემბერი. 2018. 12:15

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის ათი თვის მონაცემებით, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტით ქვეყანაში შემოსული მგზავრებიდან 73% საერთაშორისო იყო. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ჯამში 1 573 189 საერთაშორისო მოგზაურს მოემსახურა. (2017 წელი - 1 277 771 ტურისტი).  

 

რაც შეეხება ცალკეულ აეროპორტებს:

 

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 1 221 067      საერთაშორისო მოგზაურს მოემსახურა, რაც შემოსული მგზავრების 74%-ს შეადგენს და 23%-ით  მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი 990 264 ტურისტი).

 

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით კი 10 თვის მონაცემებით, 129 426 ტურისტმა ისარგებლა, რაც მგზავრთნაკადის 54%-ს შეადგენს და 24%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2017 წელი -  101 590 ტურისტი).

 

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტით იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით 222 696 საერთაშორისო მოგზაურმა ისარგებლა, რაც მგზავრთნაკადის 81%-ს შეადგენს და  22%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2017 წელი - 182 968 საერთაშორისო მოგზაური).

 

 

big_banner
არქივი