logo_geo
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 5%-მდე გაიზრდება
- +

10 იანვარი. 2019. 17:43

მსოფლიო ბანკის განახლებული ანგარიშის თანახმად, რომელიც 2019 წლის 8 იანვარს გამოქვეყნდა, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.0%-მდე გაიზრდება, ხოლო საშუალო ზრდა 2018-2021 წლებში 5.1% -ს შეადგენს- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

 

„მსოფლიო ბანკის შეფასება იმ რეფორმების აღიარებაა, რომლებიც ეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს ქვეყანაში და საკმაოდ მნიშვნელოვანია მრავალი ასპექტით. მსგავსი შეფასება დადებითად მოქმედებს ინვესტორების განწყობაზე, მათ სურვილზე ქვეყანაში განახორციელონ კომერციული საქმიანობა“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

 

მსოფლიო ბანკი გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების ანგარიშსა და ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს წელიწადში ორჯერ იანვარსა და ივნისში აქვეყნებს.

 

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 2018 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშთან შედარებით, 2018 და 2019 წლებისთვის 0.8 და 0.2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

 

მსოფლიო ბანკის მსგავსად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და აზიის განვითარების ბანკმა ასევე გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.

 

მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდგომ წლებში.

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მსოფლიო ბანკი ყურადღებას ამახვილებს ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე მთავრობის ეფექტიანობის, კორუფციის კონტროლის და კანონის უზენაესობის მიმართულებით.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი