logo_geo
ქუთაისის აეროპორტს 6 ახალი ევროპული ავიამიმართულება დაემატება
- +

1 თებერვალი. 2019. 15:31

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 1 აგვისტოდან ქუთაისის აეროპოტიდან 6 ახალი ევროპული ავიარეისი შესრულდება.

 

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ძალისხმევით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 1 აგვისტოდან, 6 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება. შეთანხმების შედეგად ჩვენ ეკონომიკაში დამატებით მივიღებთ 100 მლნ დოლარის ინვესტიციას და რამდენიმე ათეულ სამუშაო ადგილს“,-აღნიშნა პრემეირმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი