logo_geo
Galt & Taggart-ის პროგნოზით, საქართველოში ტურისტების რაოდენობა 2019 წელს 11.4%-ით გაიზრდება
- +

7 მარტი. 2019. 15:35

 

 

საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა ტურისტული სექტორის კვლევის ანგარიში წარადგინა. კვლევის მიხედვით, 2019 წლის თებერვალში ტურისტთა რაოდენობა 5.1%-ით გაიზარდა წინა წლის თებერვალთან შედარებით, იანვარში კი, ზრდის მაჩვენებელმა 5.9% შეადგინა.

 

ერთდღიანი ვიზიტორების (ვიზიტორები, რომლებიც ქვეყანას 24 საათზე ნაკლებ დროში ტოვებენ) რიცხვი თებერვალში შემცირებულია 10.7%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იანვარში კი 13.1%-იანი შემცირება აღინიშნება.

 

საერთო ჯამში, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებსა და ერთდღიან ვიზიტორებს მოიცავს, 2018 წლის თებერვალთან შედარებით, 1.2%-ით შემცირდა. მთლიანობაში, თებერვალში საქართველოს 400 000 ვიზიტორი ესტუმრა. ამ პერიოდში, ირანიდან ვიზიტორთა რიცხვი თითქმის განახევრდა (48%-ით შემცირდა) რაც, სავარაუდოდ, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. ზედიზედ მე-6 თვეა, ვიზიტორების რაოდენობა მცირდება თურქეთიდანაც.

 

2019 წლის მეორე ნახევრიდან, ტურისტული სეზონის მოსვლასთან ერთად, ტურისტების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი.

 

#5yearschallenge

 

2014 წლიდან - 2018 წლამდე:

საერთაშორისო ვიზიტორთა რიცხვი 5 მილიონიდან 7.2-მდე გაიზარდა.

ტურისტთა რიცხვი 2.9-დან 4.8 მილიონამდე გაიზარდა.

ტურიზმის სექტორის შემოსავლები 1.9-დან 3.2 მილიარდამდე გაიზარდა.

ტურიზმის სექტორიდან შემოსავლების წილი მშპ-ში 10.8%-დან 19.6%-მდე გაიზარდა.

 

 

 

2018 წელს დაცულ ტერიტორიებს შორის მარტვილის კანიონმა ყველაზე მეტი ვიზიტორი მიიზიდა (17%), მას მოჰყვება პრომეთეს მღვიმე (16%) და ყაზბეგის ეროვნული პარკი (15%).

 

ვიზიტორთა რაოდენობის ზრდაში მნიშვნელოვანი ფაქტორი საჰაერო მიმოსვლის ზრდაა. ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო ფრენები საქართველოდან 2014-2018 წლებში თითქმის გაორმაგდა. სამი აეროპორტიდან (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი) მგზავრების დაახლოებით ¾-ზე მეტს ყოველწლიურად თბილისის აეროპორტი ემსახურება.

 

მიუხედავად ამისა, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა განვითარებას საჭიროებს, ვინაიდან 2.2 ქულით (მაქსიმუმ 5 ქულა) ის 90-ე ადგილს იკავებს 136 მსგავსი (peer) ქვეყნიდან.

 

პროგნოზი

 

Galt & Taggart-ის მონაცემების მიხედვით, ერთი ვიზიტორის მიერ დახარჯულ საშუალო თანხას მზარდი Galt & Taggart-ის პროგნოზით 2019 წელს საქართველოს 5.3 მილიონი ტურისტი ეწვევა, რაც 11.4%-ით მეტია წინა წლის რაოდენობაზე. (2018 წლის იგივე მაჩვენებელი - 16.9%)

 

ტურიზმიდან შემოსავლები 3.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც, 2018 წელთან შედარებით, 12.3%-იან ზრდას გულისხმობს. (2018 წლის იგივე მაჩვენებელი - 18.4%)

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი