logo_geo
საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა
- +

4 აპრილი. 2019. 13:41

 

 

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში სატრანსპორტო დარგებმა ჯამში 5.6 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც 100 000 ტონით მეტია 2018 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

 

ამასთან, საზღვაო ნავსადგურებმა 2.6 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს. ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს საკონტეინერო ტვირთბრუნვაც.  ქართულმა პორტებმა ორ თვეში 76 183 TEU კონტეინერი მიიღეს, წლიური ზრდა 16 პროცენტია.

 

ტვირთბრუნვა გაიზარდა როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო გადაზიდვებში. რკინიგზამ 1.6 მლნ ტონა ტვირთი გაატარა, ზრდა 0.1 მილიონია. ამდენივეა ზრდა საავტომობილო ტვირთებში - ამ გზით, 4 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა.

 

ბოლო წლებში საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვას კლების ტენდენცია ჰქონდა.

 

 

big_banner
არქივი