logo_geo
ნათია თურნავა იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტის შეხვდა
- +

23 ოქტომბერი. 2019. 18:47

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იტალიას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობა და სამომავლო ურთიერთობები განიხილეს.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და ნიკოლოზ ალავიძე.

 

აღნიშნული შეხვედრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა.

 

თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით  ტარდება.

 

ფორუმში მონაწილეობენ სომხეთისა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერები, სხვა ქვეყნების ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსისა  და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,    აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში 400-მდე B2B შეხვედრა გაიმართება.

 

ფორუმი წარმოადგენს მაღალი დონის დიალოგს მთავრობებსა და ბიზნესებს შორის. ასევე საუკეთესო პლატფორმაა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

 

 

big_banner
არქივი