logo_geo
გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2 %-ით გაიზარდა
- +

31 იანვარი. 2020. 12:45

 

 

საქსტატის მონაცემებით, გასული წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.8 %-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ჯამურმა ზრდამ 5.2 % შეადგინა.

 

გასული წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად 5.8%-ით მე-3 კვარტალში გაიზარდა. ყველაზე ნაკლები - 4.6 %-იანი ზრდა მეორე კვარტალში დაფიქსირდა.

 

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 8.671 მილიარდი ლარი შეადგინა, ზრდა წინა წელთან შედარებით 14.4%-ია.

 

 

big_banner
არქივი