logo_geo
გიორგი გახარია: რიკოთის უღელტეხილს ჩვენი ეკონომიკისთვის უდიდესი სარგებელი ექნება
- +

18 სექტემბერი. 2020. 22:07

 

 

 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმ განსაცდელისა, რომელშიც არა მარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიოა, ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურული სამუშაოები არც ერთი წუთით არ გაჩერებულა. ამ თვალსაზირით პრემიერმა ყურადღება გაამახვილა რიკოთის უღელტეხილზე და მის პოტენციალზე ისაუბრა. 

 

 

მისი თქმით, რიკოთის უღელტეხილი არის ის, რაც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისს და ქუთაისს შეაერთებს ინფრასტრუქტურულად ისე, რომ ხარისხობრივად შეცვლის ქვეყნის განვითარების სისწრაფეს, ყველა განზომილებით. ეს იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, ეკონომიკისთვის უდიდესი სარგებელი.

 

 

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, ძალიან კონკრეტულები უნდა ვიყოთ და უნდა გვქონდეს კონკრეტული გეგმა, რომელზეც ჩვენ, მზად ვართ, რომ ვისაუბროთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქუთაისში, ქუთაისის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა ლომინაძისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენისას.

 

 

პრემიერის თქმით, დღეს, რიკოთის უღელტეხილზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, შენდება 99 გვირაბი და 53 ხიდი. ასეთი, უაღრესად ურთულესი საინჟინრო სამუშაოები, ამ რეგიონში ჯერ არ ჩატარებულა, - ქუთაისის შემოვლითი გზა, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა.

 

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის თითოეული ნაბიჯი, თითოეული გეგმა განპირობებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით -  საქართველო საბოლოოდ უნდა გახდეს ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფო.

 

 

 

 

big_banner
არქივი