logo_geo
ქართულ თხილს ბრაზილია და მექსიკაც ყიდულობს
- +

6 ოქტომბერი. 2020. 02:35

 

 

4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 5,458 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ამავე პერიოდს 2,092 ტონით აღემატება.

 

 ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება.

 

კერძოდ, გერმანიაში (1,747.4 ტონა), იტალიაში (922.1 ტონა), ჩეხეთში (338 ტონა), პოლონეთში (192 ტონა), ესპანეთში (165 ტონა), ლიეტუვაში (160.7 ტონა), საფრანგეთში (147 ტონა), საბერძნეთში (74.7 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა) და ესტონეთში (22 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: რუსეთი (354 ტონა), სომხეთი (325.7 ტონა), ბულგარეთი (154.2 ტონა), ბელარუსი (124 ტონა), უკრაინა (94.4 ტონა), ბრაზილია (88 ტონა), მექსიკა (53 ტონა), კანადა (45 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), მონტენეგრო (22 ტონა) და აშშ-ი (19 ტონა).

 

ცნობისთვის, 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი