logo_geo
საქართველოდან საუდის არაბეთში ცხვრის ექსპორტი გაიზარდა
- +

14 ოქტომბერი. 2020. 21:03

 

 

საუდის არაბეთში ცოცხალი ცხვრის ექსპორტის მოცულობა $4.5 მილიონით გაიზარდა.

 

ცხვრის კიდევ ერთ პარტია საექსპორტოდ მზადდება ნინო წმინდის მუნიციპალიტეტში, მადათაფას ტბის მიმდებარედ მოწყობილ სპეციალურ საკარანტინო სივრცეში, სადაც ცხვარი დაკვირვებასა და შესაბამის გამოკვლევებს გადის.

 

საკარანტინო ვადის დასრულების შემდეგ, ცხვრის ექსპორტი საუდის არაბეთში განხორციელდება. საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი ძირითადად არაბულ ქვეყნებში ხდება. 2020 წლის 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საუდის არაბეთში ცოცხალი ცხვრის ექსპორტის მოცულობა 6-ჯერგაიზარდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი