logo_geo
არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირებაზე 500 ათასი ლარი დაიხარჯება
- +

10 ნოემბერი. 2020. 15:20

 

არასტანდარტული ციტრუსის ( მანდარინის) სუბსიდირებაზე მთავრობა 500 000 ლარის დასხარჯვას გეგმავს. არასტანდარტული მანდარინის მიღება 25-27-ნოემბრიდან დაიწყება და სახელმწიფო 1 კგ -ში 10 თეთრს გადაიხდის. 10 თეთრს გადაიხდის საწარმოც, შესაბამისად, სამეწარმეო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრს მიაღწევს.

 

წინასწარი მონაცემებით, წელს აჭარაში, გასულ წელთან შედარებით, 20 ათასი ტონით ნაკლებს, ანუ 40 ათასი ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან. დაახლოებით, 10-15 ათას ტონას ელოდებიან გურიაში.

 

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, სტანდარტული ციტრუსის დაახლოებით 50% ექსპორტზე გავა. რაც შეეხება ფასს. როგორც უწყებაში ვარაუდობენ, მანდარინის სარეალოზაციო ფასი შიგა ბაზარზე 80 თეთრიდან 1,20 თეთრამდე იქნება.

right_banner big_banner
არქივი