logo_geo
გასულ ოთხ თვეში, ექსპორტზე 63 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული თხილი გავიდა
- +

8 დეკემბერი. 2020. 01:01

 

 

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 6 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 12 167 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 63.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 3 472 ტონით (40 პროცენტი) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 20.2 მლნ აშშ დოლარით (47 პროცენტი) გაიზარდა. ამავე პერიოდში, თხილის საექსპორტო ფასი ხუთი პროცენტით გაიზარდა.

 

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (3 530 ტონა), იტალიაში (2 581 ტონა), ჩეხეთში (594 ტონა), ლიეტუვაში (355 ტონა), პოლონეთში (354 ტონა), ესპანეთში (352 ტონა), ბულგარეთში (322 ტონა), საფრანგეთში (240 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლატვიაში (84 ტონა), ლუქსემბურგი (84 ტონა), სლოვაკეთში (74 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).

 

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (680 ტონა), რუსეთი (540 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (306 ტონა), უკრაინა (212 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), კანადა (146 ტონა), საუდის არაბეთი (95 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (58 ტონა), სირია (50 ტონა), შვეიცარია (47 ტონა), იორდანია (38 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი