logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის დახმარება ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფად აღდგენას
- +

21 მაისი. 2021. 11:22

 

 

„დღეს ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან საგრანტო შეთანხმებას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საგრანტო შეთანხმებაზე ხელის მოწერის ცერემონიის გახსნისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, USAID საქართველოს 67 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფს.

 

„საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის შეთანხმება“ მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შექმნას. ანგარიშვალდებული მმართველობის განვითარებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას. ის მიცავს არაერთ სტრატეგიულ მიმართულებას; კონფლიქტების მოგვარებას, სოფლის მეურნეობისა და კერძო სექტორის განვითარებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ მმართველობას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, სოციალურ სერვისებასა და გარემოს დაცვას. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებას, ასევე, თავისუფალი ბაზრისა და დასავლური ორიენტაციის გაძლიერებას ემსახურება. ეტაპობრივად, შესაძლებელი იქნება გრანტის 330 მილიონ დოლარამდე. ჩვენი ქვეყნისადმი, მხოლოდ USAID-ის დახმარება შეადგენს 1 800 000 000 დოლარს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფად აღდგენას“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

right_banner big_banner
არქივი