logo_geo
მაისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 187,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
- +

16 ივნისი. 2021. 10:53

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 187,7 მლნ აშშ დოლარი (634.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42,4%-ით მეტია 2020 წლის მაისის მაჩვენებელზე და ოდნავ ნაკლებია 2021 წლის აპრილის თვეში გადმორიცხულ თანხებზე (191,1 მლნ აშშ დოლარი).

 

მათივე ცნობით, 2021 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22,9 მლნ აშშ დოლარი (77.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის მაისის (13.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 68.5 %-ით მეტია.

 

 

right_banner big_banner
არქივი