logo_geo
პრემიერი: 5-6 თვეში გვაქვს 11-12%-იანი ზრდა, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება
- +

17 ივლისი. 2021. 12:26

 

„ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო, აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა რეგიონში უპრეცედენტო - 45 პროცენტიანი ზრდა, მაისში - 25 %-იანი, ივნისშიც ველოდებით ორნიშნა ზრდას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

„პირველ 5-6 თვეში ჩვენ გვაქვს 11-12%-იანი ზრდა, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ წელს მაღალი ალბათობით გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მეტ შემოსავალს ბიუჯეტში და მეტი პროექტების განხორციელებას. ბიზნესი ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი და ეს ჩვენ გვახარებს, ქუჩებში ტურისტების მომრავლება შეინიშნება და სასტუმროები გადავსებულია. ეს რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება. ამ პროცესის შეფერხება სურთ რადიკალურ, დესტრუქციულ ძალებს და ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მტრებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

big_banner
არქივი