logo_geo
Twitter-ზე გამოკითხვის შემდეგ ილონ მასკმა $5 მილიარდის ღირებულების Tesla-ს აქციები გაყიდა
- +

11 ნოემბერი. 2021. 13:27

 

 

ელექტრომობილების მწარმოებლის, Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა მიმდინარე კვირის განმავლობაში კომპანიის 4,5 მილიონი აქცია გაყიდა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში მასკმა კომპანიის აქციები პირველად გაყიდა. 8 ნოემბერს მან დაახლოებით 1,1 მილიონი ფასიანი ქაღალდი გაყიდა, რაც ჯერ კიდევ სექტემბერში იყო დაგეგმილი, 9 და 10 ნოემბერს კი კიდევ 3,4 მილიონი აქცია, თუმცა ეს გარიგებები წინასწარ დაგეგმილი არ იყო.

 

6 ნოემბერს მასკმა Twitter-ზე გამოკითხვა ჩაატარა და გამომწერებს ჰკითხა უნდა გაყიდოს თუ არა Tesla-ს აქციების 10%. გამოკითხვაში მონაწილეთა უმეტესობამ კითხვას დადებითად უპასუხა, თუმცა უცნობია რა გავლენა ჰქონდა ამას მასკის გადაწყვეტილებაზე.

 

ამასთან, გამოკითხვის შემდეგ Tesla-ს აქციების ფასმა, რის გამოც მასკმა 2 დღეში 50 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამის მიუხედავად ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტულს ინარჩუნებს.

 

 

 

big_banner
არქივი