logo_geo
აგარის ქარხანა სახელმწიფოს მხარდაჭერით სამუშაოებს 1 მარტიდან განაახლებს
- +

28 დეკემბერი. 2021. 21:56

 

„აგარის შაქრის ქარხანა სახელმწიფოს მხარდაჭერით 2022 წლის 1-ლი მარტიდან განაახლებს სამუშაოებს“, - ამის შესახებ ქარხნის დამფუძნებლის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ნათბილაძემ განაცხადა. მისი თქმით, როგორც საწარმოო პროცეს ახასიათებს, ქარხანას წელიწადის განმავლობაში რამდენჯერმე უწევს სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის გაჩერება.

 

„სწორედ ახლაც დეკემბრის თვეში ქარხანაში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და იგი კონსერვაციის რეჟიმზე გადავიდა. რაც შეეხება 2022 წლის გეგმებს, ქარხანა კვლავ სახელმწიფოს ხელშეწყობით 1 მარტიდან განაახლებს სამუშაოებს და 1 აპრილიდან სრული დატვირთვით ამუშავდება 2022 წლის 31 დეკემბრამდე“, - აღნიშნა ნათბილაძემ.

 

აგარის შაქრის ქარხანა ისევე როგორც წინა წლებში, სახელმწიფოს ხელშეწყობით, 2021 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა სრული დატვირთვით, სადაც დასაქმებული იყო 500 მუშა მოსამსახურე. ქარხნის სტაბილური მუშაობა ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა და შეუზღუდავად პირველადი სასურსათო პროდუქტის შაქრის მოწოდება შეუფერხებელი იყო ბაზარზე.

 

 

big_banner
არქივი