logo_geo
დავით ნარმანია: ამ ეტაპზე ელექტროენერგიაზე ფასების გაუარესების სიგნალი არ არსებობს
- +

26 მარტი. 2022. 22:18

 

 

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი დივერსიფიცირებულია. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ „ქრონიკას“ განუცხადა. დავით ნარმანია განმარტავს, რომ ქვეყანა იმპორტს სამი ქვეყნიდან ახორციელებს. 

ელექტროენერგიის ნაწილში ჩვენ, გარდა იმისა, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი ადგილობრივი გენერაცია, სამი მეზობელი ქვეყნიდან ვიღებთ იმპორტს. როგორც რუსეთიდან, ასევე თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. რომელი ქვეყნიდან როდის რა მოცულობის შემოდის დამოკიდებულია პირდაპირ ფასებზე. ამ ეტაპზე რაიმე სახის ფასების გაუარესების სიგნალი არ არსებობს, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

big_banner
არქივი