logo_geo
საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მორიგი შეთანხმება შედგა
- +

1 აპრილი. 2022. 19:21

 

 

საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შორის სამ წლიან პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია. აღნიშნული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რომლის განხილვაც მიმდინარე წლის მაისში შედგება.

„პროგრამის განხორციელება საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში და მეტად განმტკიცებაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს უფრო ძლიერ და ინკლუზიურ ზრდას. პროგრამის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს, საჭიროების შემთხვევაში, ამ სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 289 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის თანხის მიღება შეეძლება“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, აღნიშნული შეთანხმება დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკას ცალსახად დადებითად აფასებს.

 

 

big_banner
არქივი