logo_geo
კობა გვენეტაძე: საქართველოს საფინანსო სექტორმა მნიშვნელოვანი მდგრადობა გამოავლინა პანდემიისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რაც ძლიერი საზედამხედველო და რეგულირების ჩარჩოს არსებობამ განაპირობა
- +

1 აპრილი. 2022. 19:47

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკას ცალსახად დადებითად აფასებს.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაახლოებლად, მართებულად ფოკუსირებული რჩება.

„ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ საქართველოს საფინანსო სექტორმა მნიშვნელოვანი მდგრადობა გამოავლინა პანდემიისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რაც ძლიერი საზედამხედველო და რეგულირების ჩარჩოს არსებობამ განაპირობა, ეფექტიანი მაკროპრუდენციული ზომების შემოღებისა და რეკალიბრაციის ჩათვლით. საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და სათანადო ქმედებებმა, მათ შორის, ბანკებისთვის შესაბამისი სანქციების დაცვის მოთხოვნამ, ეკონომიკაზე რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების უარყოფითი გავლენა შეამცირა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრისას.

 

 

big_banner
არქივი