logo_geo
მაია მახათაძე: ტურიზმის სექტორის აღდგენაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ინტენსიური მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან და მათ მიერ ინიცირებული აქტივობები
- +

7 აპრილი. 2022. 15:16

 

 

„ტურიზმის აღდგენის სტატისტიკაში დადებითი და პოზიტიური ძვრები არის“, – ასე გამოეხმაურა თბილისში მდებარე სასტუმრო „ადამოს“ მენეჯერი მაია მახათაძე ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ მიმდინარე სტატისტიკას, საიდანაც ირკვევა, რომ მარტში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი 34.1%-ითაა გაზრდილი.

 

მაია მახათაძე ამბობს, რომ 2021 წელს რეგულარული ფრენები ფაქტობრივად ახალი აღდგენილი იყო და გარკვეული შეგუების პერიოდი იყო, თუმცა 2021 წელთან მიმართებაში ტურიზმი მზარდი ციფრებით მიდის.

 

„ადამოს“ მენეჯერი ამბობს, რომ ტურიზმის აღდგენაში სახელმწიფოს წვლილიც უმნიშვნელოვანესია.

 

„მთელი წელი სამუშაო წელი იყო და ამაზე თავისთავად ბევრი ფაქტორი მუშაობს და ერთი კონკრეტული განმსაზღვრელი არ გაქვს. მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ამაზე მოქმედებს ინტენსიური მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან და მათი მხრიდან ინიცირებული აქტივობები, ეს იქნება ინფო ტურები მარკეტოლოგების, ინფლუენსერების, ჟურნალისტებისა და სხვა. ქვეყნის პოპულარიზაცია სხვადასხვა ბაზარზე და ასევე ახალი ბაზრების დამატება. წელს მაგალითად საკმაოდ კარგი ბაზრები დაგვემატა, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში აქტიური არ იყო. საუბარია ირანის ბაზარზე. რაც შეეხება ტურისტულ შემოდინებებს - ევროპული ქვეყნებიდან საკმაოდ გვქონდა ჯავშნები, თუმცა რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარების ფონზე და, მით უმეტეს, როდესაც განმეორებითი აგრესია ხდება მეზობელ ქვეყანაში, რომელიც ადრე ჩვენს ქვეყანაშიც იყო. გარკვეული გაუქმებები ნამდვილად არის, თუმცა უფრო აქტიურდება ისრაელი, გალფის ქვეყნები, არაბული სამყარო და ტაჯიკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ასე შემდეგ. წინ გვაქვს საკმაოდ ცხელი თვეები, რომელიც ყოველ წელს თავის სიძლიერეს მაინც აჩვენებს და ეს ტურიზმს კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადაიყვანს”, – აცხადებს მაია მახათაძე.

 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარტის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. არსებული მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წლის მარტის თვეში საქართველოში 211,484 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +266.3%, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან 34.1%-ია.

 

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 188,354 შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +236.9%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის აღდგენა კი 37.1%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 159,199 შეადგინა, რაც +107,944-ით მეტია 2021 წლის მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +210.6%), 2019 წლის მარტის თვის აღდგენა კი 48.5%-ია.

 

 

big_banner
არქივი