logo_geo
ირაკლი ქარსელაძე: ბოლო 8-9 წლის განმავლობაში, წყალმომარაგების გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა
- +

19 აპრილი. 2022. 19:27

 

 

ბოლო 8-9 წლის განმავლობაში, წყალმომარაგების გაუმჯობესების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ის ქალაქები და დასახლებები, სადაც ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან არასდროს ყოფილა ცენტრალიზებული წყალმომარაგება, უკვე 24 საათიანი წყალმომარაგებაზე გადაგვეყვანა. ასეთებია მაგალითად, დიდი ქალაქებიდან ქუთაისი, ზუგდიდი, ჭიათურა, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ახალი პროგრამის - განვადებით მშენებლობების კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრით თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებული ფინანსური რესურსი და თუ 2012 წლის მდგომარეობით წყალმომარაგების ბიუჯეტი მხოლოდ 34 მილიონი ლარი იყო, მხოლოდ 2022 წლის ასიგნებები 380 მილიონ ლარს შეადგენს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის თანმიმდევრული გეგმა და ინვესტიციები, რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, არის იმის წინაპირობა, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმის შესაბამისად, 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოს ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება.

„რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას - განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას, ეს პროგრამა უკვე რეალურად შეუწყობს ხელს და კიდევ უფრო დააჩქარებს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმილ პროცესს. უფრო მეტიც, მოგვცემს იმის შესაძლებლობა, რომ ქალაქებთან ერთად სხვა მდებარეობებიც ჩავრთოთ ამ პროგრამაში. შედეგად, მივაღწევთ ქვეყნის სრულ დაფარვას და ქალაქები, მუნიციპალიტეტები და დასახლებები უკვე სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

 

 

big_banner
არქივი