logo_geo
გურამ გურამიშვილმა საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტზე საქართველოში ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა
- +

31 მაისი. 2022. 21:56

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიური ფორუმის (WSIS FORUM 2022) მაღალი დონის პოლიტიკის სესიაში ციფრული უთანასწორობის დაძლევის საკითხებზე.

 

უწყების ცნობით, თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროქტებსა და პროგრამებზე საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში ციფრული ეკონომისა და საინფორმაციო საზოგადოების შემდგომი განვითარებისთვის. მან ხაზი გაუსვა რეგიონში საერთაშორისო კავშირის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოში ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებს.

 

საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიური ფორუმი (WSIS FORUM 2022) იმართება ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) ორგანიზებით და გაეროს იმ ორგანიზაციების ჩართულობით, რომლებიც მონაწილეობენ WSIS-ის სამოქმედო მიმართულებების განხორციელებაზე, როგორიცაა UNESCO, UNCTAD, UNDP და ა.შ.

 

WSIS FORUM 2022 -ზე, განიხილება მსოფლიოში საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობის აქტუალური საკითხები, საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით WSIS-ის სამოქმედო მიმართულებების და გაეროს მიერ დასახული მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხები, განხორციელდება საუკეთესო გამოცდილებების და მიღწევების გაზიარება, რომელსაც ITU-ს წევრი 193 ქვეყნის ტელეკომ ადმინისტრაციები და მაღალი რანგის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

 

 

big_banner
არქივი