logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: მას შემდეგ, რაც ჩვენ თურქეთს ბაზარი გავხსენით, თითქმის 55 მილიონ ლარამდე ეკონომია ნახა ჩვენმა მოსახლეობამ - მათი დანახარჯები 50 მილიონი ლარით არის შემცირებული
- +

23 ივნისი. 2022. 00:22

 

 

 

“კომპანიებს 200-300-400%-იანი ფასნამატები ჰქონდათ. წარმოგიდგენიათ თქვენ? ეს პირდაპირ ჩვენი ხალხის ძარცვა იყო და თითქოს არაფერი. ამხელა მოგებით რომ ყიდი წამალს საკუთარ ხალხზე, არ ვიცი ამას რა ჰქვია. ეს არის ამორალური საქციელი,” - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა მედიკამენტებზე, დაახლოებით, 55 მილიონ ლარამდე დაზოგა.

 

„მას შემდეგ, რაც ჩვენ თურქეთს ბაზარი გავხსენით, თითქმის 55 მილიონ ლარამდე ეკონომია ნახა ჩვენმა მოსახლეობამ. მათი დანახარჯები 50 მილიონი ლარით არის შემცირებული. ეს ძალიან დროული გადაწყვეტილება იყო. მას შემდეგ ბევრი ქარხნის მფლობელი დაგვიკავშირდა ჩვენ, მთავრობას. მაღალტექნოლოგიურმა ქარხნების მფლობელებმა. აქედან ორი თუ სამი უკვე ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ სამინისტროსთან. მათი სურვილია, რომ გახსნან ახალი ქარხნები საქართველოში და აქ დაიწყონ მაღალი ხარისხის წამლების წარმოება. ეს თუ მოხდება მთავრობის ჩართულობის გარეშე, ეს ძალიან კარგი საქმეა და ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ბატონი ზურა აზარაშვილი მუშაობს ამ თემაზე და ძალიან მალე გვექნება შედეგები. ის პრობლემა, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე იყო, ამ ეტაპისთვის მოწესრიგებულია. ძალიან ბევრი გააკეთა მთავრობამ, ზურაბ აზარაშვილმა, მთელმა გუნდმა, ჯანდაცვის სამინისტრომ. ის, რა რეგულაციებიც შემოვიტანეთ ჩვენ, ეს წაეხმარება მედიკამენტების ფასების დარეგულირებას, დაწევას და კონკურენციის გაზრდას, რაც დიდი პრობლემა იყო. კომპანიებს 200-300-400%-იანი ფასნამატები ჰქონდათ. წარმოგიდგენიათ თქვენ? ეს პირდაპირ ჩვენი ხალხის ძარცვა იყო და თითქოს არაფერი. ამხელა მოგებით რომ ყიდი წამალს საკუთარ ხალხზე, არ ვიცი ამას რა ჰქვია. ეს არის ამორალური საქციელი. რა თქმა უნდა, მთავრობა ჩაერია და ჩაერევა კიდეც, როცა საკითხი ჩვენი ხალხის უფლებების დაცვას ეხება“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

big_banner
არქივი