logo_geo
რომელი ქვეყნების ვიზიტორები ხარჯავენ საქართველოში ყველაზე მეტ თანხას - რეიტინგი
- +

19 ივლისი. 2022. 01:11

 

 

2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან $1.14 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ყველაზე დიდი შემოსავალი ივნისში დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში მყოფმა 387,000-მა ვიზიტორმა $302 მილიონი დოლარი დახარჯა.

 

ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს ტურისტულ შემოსავალს ქვეყნების მიხედვით. ამ მხრივ პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც წელს ტურისტებთან ერთად გრძელვადიანი მიგრანტები შემოვიდნენ. ჯამურად, რუსებმა წელს საქართველოში $219 მილიონი დოლარი დახარჯეს. მეორე ადგილზეა ბელარუსი ვიზიტორები (მიგრანტები), რომლებმაც წელს საქართველოში 122.6 მილიონი დახარჯეს.

 

მთლიანობაში 2022 წლის პირველ ნახევარში წელს 1.43 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა საქართველოში. შესაბამისად ტურისტული ნაკადი პანდემიამდელ პერიოდის 44%-ზე აღდგა. თუმცა ბევრად უფრო მაღალ ნიშნულზეა ტურიზმის შემოსავლების აღდგენა, რადგანაც ამავე პერიოდში ქვეყანამ 1.14 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიამდელი პერიოდის 78%-ია.

 

მთლიანობაში 2022 წლის ექვს თვეში საქართველომ 1.43 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, მათი დანახარჯები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

 

რუსეთი - $219 მილიონი, 247,149 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $885

 

ბელარუსი - $123 მილიონი, 41,955 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $2,922

 

ევროკავშირი* - $121 მილიონი, 97,496 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,240

 

თურქეთი - $109 მილიონი, 262,137 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $415

 

უკრაინა - $108 მილიონი, 70,903 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,523

 

ისრაელი - $105 მილიონი, 84,577 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,237

 

სომხეთი - $43 მილიონი, 195,770 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $218

 

აზერბაიჯანი - $39 მილიონი, 66,398 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $592

 

საუდის არაბეთი - $38 მილიონი, 29,763 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,277

 

ირანი - $31 მილიონი, 37,229 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $838

 

დანარჩენი ქვეყნები - $208.7 მილიონი დოლარი.

 

არსებული მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეთა დანახარჯები ტურიზმის მთლიანი შემოსავლის 19%-ს შეადგენს.

 

 

big_banner
არქივი