logo_geo
ლევან დავითაშვილი: ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას
- +

30 ოქტომბერი. 2022. 20:54

 

ეს არის ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი ხედვისა და კამპანიის ნაწილი. როდესაც ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტები უმაღლეს დონეზე ყაზახეთსა და თურქმენეთში. ჩვენ გვესმის, რომ ძალიან დიდი ტვირთნაკადი შეიძლება ზუსტად ცენტრალური აზიიდან წამოვიდეს ე.წ. ტრანსკასპიურ დერეფანში. ასევე ჩვენ გვესმის, რომ კასპიის აუზი მდიდარია ე.წ. ნახშირწყალბადებით, გაზითა და ნავთობით, ნავთობპროდუქტებითა და ენერგორესურსებით, ეს არის საინტერესო ევროპისთვის, - ამის შესახებ „იმედის კვირა“-ში ვიცე-პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.

უმნიშვნელოვანესი ვიზიტი შედგა. პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში ემსახურებოდა ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებასაც, მათ შორის. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას. ახლებურ პოზიცირებას მოახდენს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი საერთაშორისო დონეზე და საქართველოსა და აზერბაიჯანს ევროპისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კიდევ უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს გახდის“, - გაათავისუფლა დავითაშვილმა.

big_banner
არქივი