logo_geo
ლევან დავითაშვილი: საქართველო ევროპისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ევროპა და ევროკავშირის წევრობა ჩვენთვის
- +

5 ნოემბერი. 2022. 21:49

 

 

საქართველო ევროპისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ევროპა და ევროკავშირის წევრობა ჩვენთვის - აქედან გამომდინარე, ეს უნდა იყოს, პატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორული ურთიერთობა, განსაკუთრებით ეკონომიკისა და ენერგეტიკის მიმართულებით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„საქართველომ გარდა გაზისა და ნავთობისა, ევროკავშირს შეიძლება მიაწოდოს სტაბილურად განახლებადი ენერგია, რისი დიდი პოტენციალი გვაქვს. იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ჩვენი შიდა გენერაციის პოტენციალი, გვჭირდება პროექტების მნიშვნელოვანი ფლაგმანი, დროში სწრაფი განხორცილება და სამწუხაროა, რომ ძალიამ ბევრი პროექტი ჯერ კიდევ შეჩერებულია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ინტენსიურად ვმუშაობთ ინვესტორებთან, რათა მოვახდინოთ ამ პროექტების სწრაფად განხორციელება“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი