logo_geo
ლევან დავითაშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირდაპირი ხედვაა, რომ საქართველოს ფუნქცია რეგიონში გაიზარდოს და გაიზარდოს არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც
- +

5 ნოემბერი. 2022. 22:05

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირდაპირი ხედვაა, რომ საქართველოს ფუნქცია რეგიონში გაიზარდოს და გაიზარდოს არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. შესაბამისად ჩვენ გვაქვს რეგულარული შეხვედრები უმაღლეს დონეზე როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და ევროკავშირთან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო, დამოუკიდებლობის მიღების დღიდან თავის თავს განიხილავდა როგორც მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ფუნქციის მქონე ქვეყნად, რომელიც ევროპასა და აზიას უმოკლესი სატრანზიტო მარშრუტებით აკავშირებს და შეიძლება, ჩვენ გარკვეული რეგიონული ცენტრის როლი შეგვესრულებინა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს იდეა ყოველთვის არსებობდა და მეტ-ნაკლები წარმატებით ხორციელდებოდა.

 

„ის, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოს ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან, იმ მოცემულობიდან, რაც დღეს ჩვენ გვაქვს და იმ ეკონომიკური გარემოდან რაც ჩვენ შევქმენით, ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში თანმიმდევრული უნდა ვიყოთ. აქ დიდი პოლიტიკა ძალიან დიდი როლია ამ შემთხვევაში ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და პირდაპირ პრემიერ-მინისტრის და ეკონომიკური გუნდის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს თანხვედრაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ნაბიჯები, წლის დასაწყისიდან არის თანმიმდევრული, რომ იმ მიზნებს მივაღწიოთ, რომ საქართველოს მნიშვნელობა ამ კუთხით გაიზარდოს და საქართველომ უფრო დიდი სარგებელი მიიღოს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირდაპირი ხედვაა, რომ საქართველოს ფუნქცია რეგიონში გაიზარდოს და გაიზარდოს არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. შესაბამისად ჩვენ გვაქვს რეგულარული შეხვედრები უმაღლეს დონეზე როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და ევროკავშირთან. ზუსტად, ამ რამდენიმე რეგიონის დამაკავშირებელი ქვეყანა უნდა იყოს საქართველო არა მხოლოდ ტვირთების სატრანზიტო კუთხით, არამედ როგორც ენერგორესურსებით მომარაგების კუთხით და სხვადასხვა ტექნოლოგიის განვითარების, ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით. ზუსტად ამის კომუნიკაციას ვცდილობთ საერთაშორისო დონეზე პარტნიორებთან და ვფიქრობთ, რომ ამ კომუნიკაციებში წარმატებულნი ვართ და ეს არის ახლებურად ქვეყნის პოზიცირება საერთაშორისო ასპარეზზე, რაც აუცილებლად მოიტანს თავის კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი