logo_geo
თბილისში ტურიზმის საერთაშორისო ბიზნესფორუმი გაიმართა
- +

6 ნოემბერი. 2022. 20:12

 

თბილისში ტურიზმის საერთაშორისო ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანია საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის განვითარების პერსპექტივებისა და უძრავი ქონების ბაზრის შეფასება. ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეწვია 10-მდე საინვესტიციო კომპანია და 40-მდე ვლოგერი, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ტურისტულ პოტენციალს. ასევე სხვადასხვა მიმართულებით გატარებულ რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.

საერთაშორისო ტურიზმის ბიზნესფორუმს ყოველწლიური ხასიათი მიეცემა და აქცენტი რეგიონებზე გაკეთდება.

 

 

big_banner
არქივი