logo_geo
საქართველოს პარლამენტში ნატო-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლეს
- +

10 ნოემბერი. 2022. 23:06

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ნატო-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლობით დელეგაციის წევრებს შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს უსაფრთხოების გარემო, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი და ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების იმპლემენტაციის მიმდინარეობა განიხილეს.

ნატოს წარმომადგენლობით დელეგაციასთან, რომელშიც წარმოდგენილი იყო როგორც ალიანსის საერთაშორისო სამდივნოს თანამშრომლები, ასევე ბრიუსელის შტაბ-ბინაში აკრედიტირებული მოკავშირეების მისიების წარმომადგენლები, საინტერესო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ხაზგასმით აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში ინტეგრაცია რადგან, პირველ რიგში, ეს არის ჩვენი მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა და გამოცდილება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც სტუმრებთან ერთად ვისაუბრეთ, ეს იყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრული 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესი. ჩვენ დეტალურად შევეხეთ ყველა მიმართულებას და იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც უკვე გადაიდგა და სამომავლოდ იგეგმება ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ნატო-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე დაესწრნენ.

big_banner
არქივი