logo_geo
„საქსტატის“ მონაცემებით, უმუშევრობა საქართველოში ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული
- +

18 ნოემბერი. 2022. 21:35

 

უმუშევრობა საქართველოში ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული - ახალ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

დოკუმენტის თანახმად, გაზრდილია დასაქმებულთა რაოდენობაც. ექსპერტები დადებით ტენდენციას მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას უკავშირებენ.

მიმდინარე წლის III კვარტალში უმუშევრობის დონემ 15,6% შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანაში 60 000-ით ნაკლები უმუშევარი აღირიცხა.

„დაახლოებით 52 000 ადამიანით არის გაზრდილი დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და 25 000 ადამიანით არის გაზრდილი თვითდასაქმებულთა საერთო რაოდენობა. ასევე აღსანიშნავია ის, რომ შემცირდა გარკვეუწილად ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა, მათი ნაწილი დაქირავებით დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა კატეგორიაში მოხვდა“, - აცხადებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.

big_banner
არქივი