logo_geo
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
- +

25 ნოემბერი. 2022. 20:02

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საბჭოს წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

აღინიშნა, რომ 2023 წლის ბიუჯეტში სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება იზრდება, ასევე გაიზრდება დაფინანსება ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

ამასთან, საბჭოს წევრებმა სხდომაზე ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე იმსჯელეს და ახალი ეკონომიკური ინიციატივები განიხილეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

big_banner
არქივი