logo_geo
ილია ღუდუშაური: ჯანდაცვის სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი წელს უპრეცედენტოდ გაიზარდა
- +

4 იანვარი. 2023. 22:07

 

პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა გაზრდილი პენსია. როგორც იცით, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის გასაცემელი გაიზარდა 65 ლარით, 70 წელს ქვევით პენსიონერებისთვის 35 ლარით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი წელს უპრეცედენტოდ გაიზარდა, დაახლოებით 800 მილიონი ლარით. თუმცა, გაზრდილი თანხის ძირითადი ნაწილი სოციალური გასაცემლების სფეროზეა მიმართული. მაქსიმალურად არის გაზრდილი პენსიები, ასევე გაზრდილია შშმ პირების შემწეობა და სხვადასხვა დანამატები, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებზეა გათვლილი“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

big_banner
არქივი