logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, სადაც ვგეგმავთ დიდ ინვესტიციებს განახლებად ენერგიაში - გვინდა გამოვიყენოთ ეს იაფი ენერგია და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა
- +

19 იანვარი. 2023. 19:46

"ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, სადაც ვგეგმავთ დიდ ინვესტიციებს განახლებად ენერგიაში - გვინდა გამოვიყენოთ ეს იაფი ენერგია და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა და ეს ყველაფერი ჯამში ხელს შეუწყობს ბიზნესის კეთებას," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, სახელწოდებით „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი ჯამში ხელს შეუწყობს ბიზნესის კეთებას.

„საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს კლიმატი გააჩნია ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით პირველ ათეულში ვართ. პირველ ოცეულშიც ვართ ეკონომიკური თავისუფლების და ბევრი სხვა რეიტინგის და ინდექსების კონტექსტში. ოთხი თავისუფალი სამრეწველო და ეკონომიკური ზონა გვაქვს საქართველოში. ეს არის იშვიათი შესაძლებლობა უცხოური კომპანიებისთვის, რომ ჩამოვიდნენ, შექმნან საწარმოები, ჩადონ ინვესტიციები საქართველოში, აზერბაიჯანში. ამის დაკავშირება გვსურს განახლებად ენერგიასთან. საქართველო მდიდარია ჰიდრეოენერგორესურსებით. ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, სადაც ვგეგმავთ დიდ ინვესტიციებს განახლებად ენერგიაში - მზის, ქარის ენერგიაში და ა.შ. გვინდა გამოვიყენოთ ეს იაფი ენერგია და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა და ეს ყველაფერი ჯამში ხელს შეუწყობს ბიზნესის კეთებას. ინვესტორებისთვის იქნება მომგებიანი. მმართველობის საკითხთან დაკავშირებით ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ძალიან სწორად ბრძანა, რომ გვქონდა შეხვედრა ყაზახეთში, სადაც ხელი მოვაწერეთ ე.წ. საგზაო რუკას, იმაზე, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებას, თუ როგორ მოვხსნათ ბარიერები და მიმაჩნია, რომ შევთანხმდებით მომდევნო ნაბიჯებზე. ჩვენი გეგმაა, რომ საწყისი საგზაო რუკა, რაზეც შევთანხმდით 2027 წლამდე, ამ პერიოდში უნდა მოვამზადოთ ეს საკითხი ამ დერეფნისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

big_banner
არქივი