logo_geo
ნიკოლოზ ხატიაშვილი: დავოსის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს და ზოგადად, შუა დერეფანს მიეძღვნა მთლიანი პანელი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია და ხაზს უსვამს საქართველოს და მთლიანად ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას მსოფლიოსთვის
- +

21 იანვარი. 2023. 20:03

"საქართველოსთვის დავოსის ფირუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო - მსოფლიოში მიმდინარეობს ახალი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბება და დგება ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, სადაც მთლიანად ჩვენი რეგიონისა და ზოგადად, საქართელოს როლი იზრდება,"-ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქესის“ მკვლევარმა და საერთაშორისო მდივანმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ დავოსის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს და ზოგადად, შუა დერეფანს მიეძღვნა მთლიანი პანელი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია და ხაზს უსვამს საქართველოს და მთლიანად ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას მსოფლიოსთვის. რა თქმა უნდა, ეს განპირობებულია უკრაინაში მიმდინარე ომით და ზოგადად, გეოპოლიტიკური ძვრებით. ვფიქრობ, რომ აქამდე მხოლოდ და მხოლოდ საუბრები მიმდინარეობდა ევროპაში და მსოფლიოში ჩვენი შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, ახლა უკვე ევროპა გადავიდა მოქმედებაზე“, - განაცხადა ხატიაშვილმა.

big_banner
არქივი